პ რ ო ე ქ ტ ი ს თ ე მ ა : შენი ქვეყნის პატრიოტები.
Патриоты своей страны.
პროექტის მოკლე
შინაარსი: მონაწილეები განიხილავენ XX საუკუნის და რუსეთ- საქართველოს
შორის კონფლიქტს.
პროექტის აღწერა:
მონაწილეები ჩაატარებენ ისტორიულ კვლევას და შეეცდებიან შეხვდნენ
იმ ადამიანებს, ვინც შეძლებს მათ დახმარებას შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
1. როდის
მიმდინარეობდა ეს ომი?
2. რა
იყო ამ ომის მიზეზი?
3. რომელი
სახელმწიფოები იყვნენ ამ ომში ჩართულები?
4. შეიძლება
თუ არა ომის თავიდან აცილება?
5. რა
დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ომის ისტორიიდან, რა შეიძლება ვიღონოთ მსოფლიოში
მშვიდობის დასამკვიდრებლად?
I.მოიძიეთ ინფორმაცია,დაამუშავეთ და გამოიყენეთ ისტორია.
II.აირჩიე შენი გმირი
- სამშობლოს პატრიოტი.
1.წაიკითხე
შეგროვილი ინფორმაცია.
2.გაყავი
ტექსტი ნაწილებად.
3.მოძებნე
ყველა აბზაცში საკვანძო ფრაზა.
4.შეამცირე
ტექსტი, გამოყავი ძირითადი შინაარსი.
5.გადათარგმე
უცხო სიტყვები.
6.შეადგინე
გეგმა-კითხვარი ტექსტის მიხედვით.
7.ჩაიწერე
და დაიცავი გეგმის თანმიმდევრობა.
გააკეთე პროექტის პრეზენტაცია.
მოსწავლეები მოახდენენ ომის ვიზუალიზაციას: ნახატები,
ფოტოკოლაჟები (ფილმიდან ნაწყვეტები „ჯარისკაცის
მამა’’, „ღიმილის ბიჭები“, სლაიდ-შოუ: „War in Gori“. ნახატები, ესე, აპლიკაცია. განიხილავენ
ტილოებს ფიროსმანის, სალვადორ დალის, ვერეშაგინის,
წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას ომის თემატიკაზე. მაგალითად ტოლსტოი, რემარკი,ასათიანი,ნიშნიანიძე
აიღებენ ინტერვიუებს II მსოფლიო ომის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
მონაწილეებისაგან
ასევე რუკაზე მოიიებენ და აღნიშნავენ იმ ტერიტორიებს
სადაც იყო ომები.
მონაწილეთა ასაკი: 9 კლასი, 14-15 წლის.
ვადები:
3 თვე
პროექტის შესაძლო
აქტივობები კლასში: ნახატების, ესეების კონკურსი, ფოტო და ვიდეო მასალის
მოიება, ინტერვიუები, დისკუსიები, სპეკტაკლი, ფილმების განხილვა,დისკუსია თემაზე -
„ ომი და ეკოლოგია“, „ ომი და რელიგია“, სამხედრო - პატრიოტული თამაშების ჩატარება,
შიდა - სასკოლო წერა თემაზე „ ომის ნამდვილი სახე“.
მოსალოდნელი შედეგი:
ნახატები, ესეები, სლაიდ შოუ, სპექტაკლები, ფოტო - კოლაჯი, ვიდეო-ფილმი, პრეზენტაცია, ლექსი, ესე, საიტი, ბლოგი, ბუკლეტი.
სარგებელი სხვებისთვის:
ადამიანები, რომლებიც გაეცნობიან პროექტს შედეგს დაინახავენ, თუ რა შემზარავი სახე
აქვს ბავშვების თვალით დანახულ და მომავალში შესაძლო მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში,
იქნებიან უფრო ფრთხილები და უფრო იოლად მოძებნიან უომრად შეთანხმების გზებს.
სამუშაო ენა: რუსული
- ქართული.
საგნებთან / ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან/ კავშირი: ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით
მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებასა და სტრატეგიას.
პროექტის ფასილიტატორი:
დალი ოშაყმაშვილი
ფასილიტატორის ელფოსტა:
dalioshaymashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment